იტალიაში, კუნძულ ელბაზე მეთევზეებმა უცნაური ზვიგენი დაიჭირეს. ზვიგენს ღორის დინგი აქვს. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

იხტიოლოგების შეფასებით, ეს ჩვეულებრივი „ცენტრინაა“, რომელიც „ზვიგენი-ღორის“ სახელითაა ცნობილი. ზვიგენის ეს სახეობა გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეტანილი.

„ზვიგენის ეს სახეობა საკმაოდ ხშირად გვხვდება კუნძულ ელბაზე და ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტების გაოცებას იწვევს“, – ამბობს ადგილობრივი იური ტიბერტო.

ჩვეულებრივი „ცენტრინა“ ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. ზვიგენი 100-დან 700 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს და მისი სიგრძე 150 მეტრს აღწევს.

წყარო imedinews.ge