ქართველების სისხლიანი გარჩევა სტამბოლში – მოკლულია 32 წლის კაცი

„სისხლიანი გარჩევა თურქეთში, რომელიც 32 წლის გ. ს-ს გარდაცვალებით დასრულდა. ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ზუგდიდელმა ზ. ბ-მ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მკვლელობა სტამბოლის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც 6 ქართველი იმყოფებოდა“ – ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სუფრაზე ურთიერთშელაპარაკება მკვლელს ხ. წ-სთან მოუვიდა, რომელიც დანით დაჭრა. გ-მ ხ-ს დაცვა სცადა, მკვლელმა ჯერ ს-ს ხელი დაარტყა, შემდეგ კი დაჭრა. მკვლელი სახლიდან გაიქცა და მიიმალა.

„სახლში მყოფებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებს დაჭრილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. გ. ს. 5 წლის განმავლობაში სტამბოლში, ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა. როგორც ახასიათებენ, ის პატიოსანი, მშრომელი, მეგობრული, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. შოკირებულები ვართ სტამბოლის ემიგრანტები. ასეთი ვაჟკაცი ბიჭი, ასე სასტიკად როგორ მოგვიკლეს. ასე შეუბრალებლად 1 წამში გამოასალმეს სიცოცხლეს. სიტყვები არ გვყოფნის, დაგვამუნჯა ამ ამბავმა“, – ამბობენ ქართველი ემიგრანტები.

რაც შეეხება ხ. წ-ს, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბარძაყისა და თავის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Similar Posts

  • თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

    თურქეთში, ქალაქ მუღლაში ტყის ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება. გამოცემის ცნობით, ბოდრუმის რეგიონის ტყეში გაჩენილ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე 1 ვერტმფრენი და სახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.

  • თურქეთში აეროპორტები დაიხურა

    ძლიერი ნისლის გამო აღმოსავლეთ თურქეთის სამ აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს. “დიარბაქირის, ბათმანისა და მარდინის მიმართულებით ფრენები, რომლებიც დილით იყო დაგეგმილი, გაუქმებულია“, – იტყობინება ტელეარხი. ხილვადობა 10 მეტრამდე შემცირდა, რის გამოც მანქანების მოძრაობაც შეფერხებულია. ნისლი დღის მეორე ნახევარში გადავა. ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა 🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია ❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით…

  • საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

    საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც emigrantebi.org უცვლელად გთავაზობთ: “თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებისა, როგორიცაა აფთიაქი, მარკეტი…

  • დონბასში ქართველი მებრძოლი მოკლეს

    დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის თანამშრომელმა ედუარდ ბასურინმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ უკრაინის მხარეს დაქირავებულები იბრძვიან. წერს Geworld.ge “აი დევს დაღუპული ქართველი “ბოევიკის” ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი. ალბათ, ფულის შოვნა უნდოდა, მაგრამ დონბასის მიწაზე საფლავი გამოიმუშავა”, _ თქვა ბასურინმა. საქართველოდან უკრაინაში 60 კაცი ჩავიდა საბრძოლველად. არაოფიციალური მონაცემებით, მათგან 15 დაიღუპა. eadaily.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

  • ვინ არის ქართველი, რომელმაც მარსზე შეტყობინება გაგზავნა

    „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ – ასეთი გზავნილი გაატანა მარსმავალა „შეუპოვრობა“ ქართველმა ბლოგერმა, სოხუმელმა გიორგი ჯაჰაიამ წითელ პლანეტაზე. 46 წლის პროფესიით ეკონომისტი დღეს სატრანსპორტო კომპანიის ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსია. 15 წელია თავისი ბლოგი აქვს. წერს ომზე, მშვიდობაზე, საქართველოზე, აფხაზეთზე და ერთი მიზანი ამოძრავებს. როდის მოიხსნება ქვეყანაში ყველა შეზღუდვა 2019 წელს NASA-მ გამოაცხადა, რომ მარსზე მიმავალი აპარატის ბორტზე…

  • თურქეთში მსხვილმასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

    თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შირნაკისა და ჰაკარის პროვინციებში მსხვილმასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ TRT Haber ავრცელებს. ოპერაცია თურქეთის შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტულ ოპერაციებთან ერთად, სახელწოდებით Pençe Şimşek და Pençe Yıldırım ჩრდილოეთ ერაყში იმართება. ოპერაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის სარდლობის პირადი შემადგენლობის, ჟანდარმერიის სპეცრაზმი, სპეციალური დანიშნულების პოლიციის და უსაფრთხოების ძალების 5280 თანამშრომელი მონაწილეობს. ანტიტერორისტული ოპერაციის “ერენის” ფარგლებში,…