“გმი­რი პილოტი”,- სწო­რედ ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ დღეს თე­მურ თო­ლო­მაშ­ვილს, რო­მელ­მაც 180 ადამიანი გადაარჩინა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ავიახაზების თბილისი-ვენის რეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში დღეს უსაფრთხოდ დაჯდა.

მფრინავების გადაწყვეტილებით, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის თავზე დაფრინავდნენ, ვიდრე საწვავის მარაგი არ ამოიწურა. ტექნიკური პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა მფრინავებმა თეიმურაზ თოლომაშვილმა და გიორგი გიუნაშვილმა შეძლეს.

ვინ არის პილოტი, რომელმაც დღეს თვითმფრინავის დაშვება შეძლო და 180 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა

თე­მურ თო­ლო­მაშ­ვი­ლის გმი­რო­ბის ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

აქამდე უცნობი პილოტის შესახებ კი მეტი დეტალი გახდა ცნობილი.

“დღევანდელი დღის გმირი თემურ თოლომაშვილი. გმირი პილოტი,რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა დღეს. შორიდან ვიცნობ თემურს, როგორც საოცარი ნეკოს არაჩვეულებრივ მამას. ნეკოს და მამას ურთიერთობა არის ცალკე ძალიან მაგარი თემა.💛 მკვეთრად “მამიკოს გოგოა” :))

ხშირად მითქვამს რომ ნეკოს ძალიან ძალიან მაგარი მამიკო ჰყავს. დღეს კი ნეკოს მამა საზოგადოებამ ასე გაიცნო უფრო ახლოს. როგორც გმირი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა”- წერს სოციალურ ქსელში მარიამ ჩხეიძე.

ქართველი პილოტი
ქართველი პილოტი – თე­მურ თო­ლო­მაშ­ვილი

“ნე­კოს მა­მი­კომ დღეს 180 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა ჩვე­ნი კა­პი­ტა­ნი!”, – ვკი­თხუ­ლობთ “ფე­ის­ბუქ” გვერ­დზე – “ნე­კო­სია”.

ცნობისთვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დი თემურ თო­ლო­მაშ­ვი­ლის მეუღლეს, თა­მარ მერ­ლანს ეკუთ­ვნის, ნეკო კი წყვი­ლის პა­ტა­რა შვილია.